გაკვეთილის მთავარი თემა
|
ორი წრეწირის ურთიერთმდებარეობა
როგორ შეიძლება განლაგდეს ორი წრეწირი სიბრტყეზე
ერთმანეთის მიმართ?
|
სწავლების საფეხური
|
6-ე კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
9 მოსწავლე, სსსმ მოსწავლე არ არის კლასში.
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
გეომეტრიული ფიგურები ყოველდღიურ ცხოვრებაში
ყველგან გვხვდება, გეომეტრიული ფიგურებისა და მათ შორის კავშირის ამოცნობა
ეხმარება მოსწავლეს კრეატიული აზროვნების უნარის განვითარებაში. მოსწავლეები
მონაკვეთების სიგრძეების განსაზღვრის საშუალებით დაადგენენ წრეწირების
ურთიერთგანლაგებას, რაც თავის მხრივ დაეხმარება მათ დაინახონ კავშირი უკვე
ნასწავლ მასალასა და ახალ თემას შორის.
|
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
|
21-ე საუკუნის უნარები
მათ.VI.7. მოსწავლეს
შეუძლია სივრცული ფიგურების ამოცნობა, აღწერა და სხვადასხვა ხერხით გამოსახვა.
·
აღწერს სივრცულ გეომეტრიულ ფიგურათა მოცემულ გრაფიკულ გამოსახულებებს ან ფიგურათა ურთიერთმდებარეობას შესაბამისი ტერმინოლოგიის გამოყენებით
მათ.VI.9. მოსწავლეს შეუძლია ფიგურებსა და
ფიგურის ელემენტებს შორის მიმართებების დადგენა.
·
აკეთებს დასკვნას სიბრტყეზე წრეწირების ურთიერთგანლაგების შესახებ, მათ ცენტრებს შორის მანძილისა და რადიუსების გამოყენებით.
|
წინასწარი ცოდნა
|
ორ წერტილს შორის მანძილის განსაზღვრა,
მონაკვეთების შედარება, წრე და წრის ელემენტები, წერტილები რომლებიც ეკუთვნის
წრეს და რომელიც არ ეკუთვნის.
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
ნ.ჯაფარიძე, ნ. წულაია, მ.წილოსანი, მათემატიკა
6-ე კლასი. ფურცლები, ბარათბი, კომპიუტერი, ჭკვიანი დაფა, PowerPoint, GeoGebra.
|
გაკვეთილის მსვლელობა
|
აქტივობა
1. წინარე ცოდნის გააქტიურება
მოსწავლეებს დაურიგდებათ ბარათები სადაც
გამოსახული იქნება წრე და მისი ნაწილები. მოსწავლეებმა ბარათზე უნდა მიუთითონ
წრის ნაწილების შესაბამისი დასახელებები.
აქტივობა შეფასდება
განმსაზღვრელი შეფასებით
აქტივობა
2. გამოწვევა
მასწავლებელი მოსწავლეებს მისცემს დავალებას
დახაზონ მხოლოდ ორი წრეწირი, რომელთა ცენტრებს შორის მანძილი იქნება 10სმ, რის
შესასრულებადაც დაურიგდებათ ფურცლები.
(სავარაუდოდ მოსწავლეები დახაზავენ 2
განსხვავებულ ვარიანტს მაინც)
დავალება შესრულდება წყვილებში.
მოსწავლეები დაფასთან წარმოადგენენ თვიანთ
ნახაზებს, რის შემდეგაც მოხდება საერთო საკლასო განხილვა თითოეული ნახაზისა.
აქტივობა 3. ახალი მასალის ახნა.
წრეწირების რადიუსების ცვლილებით მივიღებთ
წრეწირების განლაგების სხვადასხვა შემთხვევას, თითოეულ შემთხვევაში მოსწავლეები
გააკეთებენ შესაბამის დასკვნებს რადიუსებთან დაკავშირებით.
აქტივობა 3. ახალი
მასალის განმტკიცება.
დამოუკიდებელი სამუშაო
·
ამოცანების ამოხსნა. სახელმძღვანელო
გვ.113; #4.
·
რადიუსისა და
წრეწირების ცენტრებს შორის მანძილის მიხედვით ორი წრეწირის დახაზვა.
განმსაზღვრელი შეფასება.
აქტივობა 4 შეჯამება
·
როგორ შეიძლება განლაგდეს
წრეწირები სიბრტყეზე?
·
რამდენი საერთო
წერტილი შეიძლება ქონდეს ორ წრეწირს?
·
როდის აქვ ორ წრეწირს
ერთი საერთო წერტილი?
·
როდის აქვს ორ
წრეწირს ორი საერთო წერტილი?
·
როდის არ აქვს ორ
წრეწირს საერთო წერტილები?
აქტივობა 5. საშინაო
დავალება
სახელმძღვანელო, გვ 113 #6-10
|
გაკვეთილის გეგმა
Subscribe to:
Posts (Atom)
No comments:
Post a Comment