პროექტები


სასწავლო პროექტის განხორციელების გეგმა


1
პროექტის სახელწოდება
მათემეტიკის სწავლების მნიშვნელობა საშუალო სკოლაში
2
პროექტის მთვარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით
პროექტის მთვარი იდეაა გამოიყენონ სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე ინფორმაციის ანალიზი და ხელსაყრელი ფორმით წარმოდგენის ხერხები რეალური ამოცანის გადაჭრისას.
3
პროექტის აქტუალობა
სტატისტიკა და მონაცემთა ანალიზი ყოველდღიურ ცხოვრებაში ყველა სფეროში გამოიყენება, ყოველ ადამიანს უნდა შეეძლოს მოცემული ინფორმაციის წაკითხვა და ანალიზი შესაბამისი დასკვნების გამოსატანად.
4
პროექტის მიზნები
გაეცნონ და საჭიროებისამებრ გამოიყენონ მონაცემთა შემაჯამებელი რიცხვითი მახასიათებლები, გაიაზრონ მათი მნიშვნელობა ყოველდღიურ ცხოვრებაში, გააცნობიერონ მათემატიკის სწავლების მნიშვნელობა საშუალო სკოლაში.
5
მოსწავლეთა ასაკი
9-ე კლასი
6
ვადები/ხანგრძლივობა
ნოემბერი-დეკემბერი 2018წ.
7
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას
პროგრამა PowerPoint-ის პრეზენტაცია, რომელშიც წარმოდგენლი იქნება შეჯამებული ინფორმაცია დიაგრამებისა და/ან ცხრილების საშუალებით.
8
პროექტისთვის საჭირო ძირითადი ძირითადი რესურსები
კომპიუტერი, ინტერნეტი, PowerPoint
9
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები)
·         ინფორმაციის მოძიებისა და მონაცემთა ორგანიზებული წარმოდგენის სხვადასხვა ხერხის გაცნობა.
·         ინფორმაციის მოძიება ვებ გვერდზე www.naec.ge  სამართლისა და საბუნებისმეტყველო ფაკულებზე ჩარიცხული სტუდენტების საშუალო შეფასებების შესახებ ზოგად უნარებში.
·         მოძიებული მონაცემების წარმოდგენის ფორმის შერჩევა.
·         მონაცემთა შემაჯამებელი რიცხვითი მახასიათებლების გაცნობა-განხილვა.
·         წარმოდგენილი ინფორმაციისათვის საჭირო შემაჯამებელი რიცხვითი მახასიათბლების შერჩევა.
·         წარმოდგენილი მონაცემების შეჯამება-ანალიზი და დასკვნის გამოტანა.
·         პრეზენტაციის შექმნა
·         პრეზენტაციის წარმოდგენა.
·         თითოეული დავალების შესრულებისას მასწავლებლის მხრიდან ხდება მონიტორინგი, აძლევს განმავითარებელ შეფასებას.
10
საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი


მათ.IX.11.

მოსწავლეს შეუძლია მონაცემების მოწესრიგება და წარმოდგენა დასმული ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         აჯგუფებს რაოდენობრივ მონაცემებს ინტერვალთა კლასებში და აგებს შესაბამის ცხრილს/ჰისტოგრამას (მათ შორის, ტექნოლოგიების გამოყენებით);
·         არჩევს დაუჯგუფებელ რაოდენობრივ მონაცემთა წარმოდგენის შესაფერის გრაფიკულ ფორმას, ასაბუთებს არჩევანს და ქმნის ცხრილს/დიაგრამას (ტექნოლოგიების გამოყენებით ან მის გარეშე);
·         ერთი გრაფიკული ფორმით წარმოდგენილ მონაცემებს წარმოადგენს განსხვავებული გრაფიკული ფორმით და წარმოაჩენს თითოეული ფორმის ხელსაყრელ და არახელსაყრელ მხარეებს

მათ.IX.13.

მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და დასკვნების ჩამოყალიბება
·         ამოცანის კონტექსტის გათვალისწინებით ირჩევს შესაფერის შემაჯამებელ რიცხვით მახასიათებლებს, ასაბუთებს თავის არჩევანს, ითვლის და იყენებს მათ მონაცემთა ერთობლიობების დასახასიათებლად/შესადარებლად;
·         იყენებს გრაფიკული ფორმით წარმოდგენილ მონაცემებს სტატისტიკური შინაარსის მოსაზრებათა/არგუმენტების ჩამოსაყალიბებლად ან შესაფასებლად;
·         გამოთქვამს ვარაუდს ხდომილობის მოსალოდნელობის შესახებ მონაცემთა საფუძველზე (მაგალითადფარდობითი სიხშირის მიხედვით) და ასაბუთებს ვარაუდის მართლზომიერებას.

11
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი)
გვანცა მეშვილდიშვილი
12
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა
Gvanca.meshvildishvili@gmail.com
13
პროექტის ვებგვერდი/ბლოგი
https://ga-highschool.blogspot.com/p/blog-page_54.html

No comments:

Post a Comment